Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვებინარი კონკურენციის სამართალში - სტრუქტურული მიდგომა ციფრული პლატფორმების მიერ - მომხმარებელთა ექსპლუატაციისკენ მიმართული ქმედებებისადმი

 

ვებინარი კონკურენციის სამართალში

 

სტრუქტურული მიდგომა ციფრული პლატფორმების მიერ - მომხმარებელთა ექსპლუატაციისკენ მიმართული ქმედებებისადმი

 

27 ნოემბერი, 18:00-19:30 (ონლაინ)

 

მოწვეული ექსპერტები:

 

ალესია დ’ამიკო - უტრეხტის სამართლის სკოლის საერთაშორისო და ევროპული სამართლის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. მისი კვლევის ძირითადი საგანია ციფრული პლატფორმების რეგულირება, განსაკუთრებით კონკურენციისა და მონაცემთა დაცვის ჭრილში. ფლობს კონკურენციის სამართლის დოქტორის ხარისხს ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტიდან (ფლორეცია, იტალია). მუშაობდა დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების მარეგულირებელ ორგანოში.

ბაშკარან ბალასინგჰამი - უტრეხტის სამართლის სკოლის საერთაშორისო და ევროპული სამართლის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. მისი კვლევის ძირითადი საგანია კონკურენცია ციფრულ სივრცეში. სადოქტორო ნაშრომი დაიცვა ლონდონის სამეფო კოლეჯში. დოქტორატურის დაწყებამდე სტაჟირება გაიარა ევროკომისიის კონკურენციის დირექტორატში, მუშაობდა დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების მარეგულირებელ ორგანოში. იყო მოწვეული მკვლევარი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში (აშშ), მაქს პლანკის ინოვაციებისა და კონკურენციის ინსტიტუტში (გერმანია) და ჰანანის უნივერსიტეტში (იაპონია).

 

ვებინარის შესახებ:

 

ციფრული პლატფორმების სწრაფ გავრცელებასთან ერთად, ბაზრებზე იზრდება მომხმარებლის ექსპლუატაციაზე მიმართული ქმედებების გახშირების რისკი. შედეგად, კონკურენციის მარეგულირებლებს სჭირდებათ, დაწვრილებით შეაფასონ მსგავსი ქმედებების (განსაკუთრებით, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების) შემჩნევის შემთხვევაში, მათთან მიმართებით აღსრულების დაწყების შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ექსპლუატაციაზე მიმართული ქმედებების შემთხვევაში, არასწორი აღსრულების რისკი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე კონკურენტების ბაზრიდან განდევნაზე მიმართული ქმედებებისას. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა შეიმუშავეს სტრუქტურული მიდგომა იმის დასადგენად, თუ მომხმარებელთა მიმართ არათანაბარი მოპყრობის (ექსპლუატაციის) რომელი შემთხვევებია გამართლებული და რომელი არა. თუმცა, ეს მიდგომა დიდწილად ჭარბ/დისკრიმინაციულ ფასებთან მიმართებით გამოიყენებოდა და აქამდე არ მომხდარა მისი გათანამედროვეობა ციფრული პლატფორმების სპეციფიკის გათვალისწინებით (სადაც არასამართლიან სავაჭრო პირობების დადგენა მომხმარებლებისთვის გაცილებით უფრო ხშირი და იოლია). ვებინარის განმავლობაში, მოწვეული სპიკერები გააანალიზებენ, თუ რამდენად შეიძლება არსებული სტრუქტურული მიდგომის ადაპტირება ციფრულ პლატფორმებთან მიმართებით.

 

ვებინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა - https://forms.gle/xPcmmL4TkgU7adca6. დარეგისტრირებულ პირებს შეხსენება და ვებინარის ზუმ ლინკი გაეგზავნებათ ვებინარის ჩატარების წინა დღეს.

თარიღი: 15/11/2024